Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" პლეიოფებისთვის ემზადება, ზაზამ სათადარიგოზე გადაინაცვლა

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაციის მორიგი ტური ინდიანაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი „პეისერსი“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა.

„ინდიანამ“ მეორე და მესამე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო და საბოლოოდ „მეომრებს“ 20 ქულიანი სხვაობით 126-106 სძლია.

თამაშში კვლავ სათადარიგო სკამიდან ჩაერთო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა და გუნდს 5 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ზაზამ 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

„ინდიანას“ ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა 28 ქულით. 21 ქულა მოაგროვა ვიქტორ ოლადიპომ. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა დომანტას საბონისს, 21 წლის ფორვარდმა მატჩი 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

“უორიორსის“ მხრიდან კევინ დურანტი გამოირჩა 27 ქულით. 16 ქულა შესძინა გუნდს კლეი ტომპსონმა. ქუინ ქუკმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

47 მოგებითა და 32 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები