Aa
Aa

მარკოიშვილის 6 გადაცემა და პირველი მარცხი "ევროთასის" ნახევარფინალში

დღეს სტარტი აიღო "ევროთასის" ნახევარფინალურმა ეტაპმა. მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ვერაფერი გააწყო ყუბანის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ და უშანსოდ 17 ქულიანი სხვაობით 82-65 დამარცხდა.

თამაში არ წაუვიდა ქართველ უკანახაზელს, მანუმ მოედანზე 21 წუთი დაჰყო და 3 ქულასთან ერთად 1 მოხსნისა და 6 გადაცემის მოგროვება მოახერხა.

მარკოიშვილმა მხოლოდ 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, სამი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

რუსებს ბრაიან ქვეილმა ულიდერა 16 ქულით, 10 ქულა შესძინა გუნდს მარდი კოლინსმა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ფრენკ ელეგარს - 11 ქულა, 9 მოხსნა.

იტალიელების მხრიდან კრის რაითი გამოირჩა 14 ქულით. 10 ქულა შესძინა გუნდს გარეტ ნეველსმა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი მოგებაა საჭირო. განმეორებითი შეხვედრა იტალიაში 23 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები