რატომ არ აპირებს კობი „ლეიკერსს“ კალათბურთელების გადმობირებაში დაეხმაროს
Aa
Aa

რატომ არ აპირებს კობი „ლეიკერსს“ კალათბურთელების გადმობირებაში დაეხმაროს

„ლეიკერსი“ 23 მოგებითა და 34 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება და წლევანდელ სეზონში არანაირი სერიოზული მიზნები არ გააჩნია.

ლოს-ანჯელესელები გუნდის გაახალგაზრდავების პოლიტიკას ატარებენ და 2018 წლის თავისუფალი აგენტების ბაზარზე აპირებენ სუპერვარსკლავის დამატებას.

NBA-ში ხშირია შემთხვევები, როდესაც ყოფილი კალათბურთელები მაქსიმალურად ეხმარებიან თავის გუნდს სასურველი მოთამაშის გადმობირებაში.

ჯეილენ როუზთან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კობი ბრაიანტმა ისაუბრა: თავისუფალი აგენტების გადმობირება?! რა იგულისხმება ამაში? მათთან სატელეფონო საუბარი თუ დეტალების სადილზე განხილვა? „ლეიკერსი“ ისეთი გუნდია, რომელსაც კალათბურთელების დაყოლიება არ სჭირდება. აქ სათამაშოდ სპეციალური მენტალიტეტია საჭირო, ამ კლუბში, მხოლოდ ის მოთამაშე გაძლებს, რომელსაც მეჯიქისა და ჩემი მემკვიდრეობა არ აშინებს და მზადაა ყველანაირ ზეწოლას გაუძლოს. შენ თუ ისეთი კალათბურთელი ხარ, რომელსაც „ლეიკერსში“ სათამაშოდ ჩემგან, კარიმისგან ან მეჯიქისგან დაყოლიება გჭირდება ნამდვილად ვერ გახდები ის ერთადერთი, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები