Aa
Aa

ტოჩინოშინმა უცვლელი ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო!

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა იგივე ლევან გიორგაძემ მორიგი ტურნირი მოიგო.

ფუჯი TV-ის მიერ გამართულ კომერციულ ტურნირზე, რომელიც მხოლოდ ერთდღიანი იყო, ოლიმპიური სისტემით ჩატარადა.

საწყის ეტაპზე ტოჩინოშინმა იაპონელი რიკიში დაამარცხა. 1/8 ფინალში კი სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან 40 გზის ჩემპიონ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს სძლია.

1/4 ფინალში ლევანმა ტურნირს იაპონელთა მთავარი ფავორიტი ჰოკუტოფუჯი გამოთიშა.

ნახევარფინალში ტოჩინოშინმა მორიგ იაპონელს ოკინოუმის სძლია და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა სუმოისტმა ბოლო წლებში ბაშოს უცვლელი სეკივაკე, მონღოლი ტამაშავი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ტოჩინოშინიმ ხსენებულ ტურნირზე ყველა ორთაბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.

ცხელი ამბები