არის მე-20! - ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო!
Aa
Aa

არის მე-20! - ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო!

შვეიცარიელმა ლეგენდა როჯერ ფედერერმა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ტიტული დაიცვა და 2017 წლის გამარჯვების შემდეგ, ტურნირის მოგება წელსაც შეძლო.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ 5 სეტიან შეხვედრაში, "მაესტრომ", ხორვატ მარინ ჩილიჩს 6:2 6:7 6:3 3:6 6:1 აჯობა.

როჯერ ფედერერმა დიდი სლემის მე-20 ტიტული მოიგო და კონკურენტებისთვის მისი მიღწევა კიდევ უფრო შორეული გახდა - ფედერერი ყველა დროის რეკორდსმენია.

„ბოლო 12 თვეში დიდი სლემის მე-3 ტურნირი მოვიგე. ამის დაჯერება მიჭირს და საკუთარი თავის მიკვირს.

მიუხედავად ამისა, ძველებურად მოტივირებული ვარ და მინდა ტიტულები ისევ მოვიგო. ამისთვის საჭიროა, ძალები რაციონალურად გადავანაწილო და პრიორიტეტები სწორად დავსახო“.

"მხიარულმა როჯერმა" დიდი სლემის ტურნირის 30-ე ფინალი ითამაშა და მათგან მხოლოდ 10 წააგო.

36 წლის ასაკში, შვეიცარიელმა თავის კარიერაში მე-6 ავსტრალიის ღია პირველობა, ხოლო ჯამში 96-ე ტიტული მოიპოვა.

ამ წარმატებისთვის ფედერერი 4 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო ფინალში დამარცხებულ ჩილიჩს 2 მილიონი დოლარი ჩაერიცხება.

დღეიდან მსოფლიო რეიტინგში მარინ ჩილიჩი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს და ATP-ს კლასიფიკაციაში მე-3 პოზიციაზეა გადაინაცვლებს.

რაც შეეხება ფედერერს, იგი მე-2 ადგილზეა და რაფაელ ნადალს მცირედით ჩამორჩება. ესპანელსა და შვეიცარიელს შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 165-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები