სანქტ პეტერბურგის მსოფლიო მასტერსი: ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

სანქტ პეტერბურგის მსოფლიო მასტერსი: ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალშია!

სანკტ პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ბექა ღვინიაშილმა ნახევარფინალში გააღწია.

ღვინიაშვილმა პირველ წრეში უზბეკი იაკიო იმამოვი დაამარცხა, რომელსაც მეოთხედფინალში უნგრელი კრისტიან ტოსიც მიაყოლა.

ნახევარფინალში ბექას მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დაპირსპირება თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ 1/4 ფინალურ ეტაპზე კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს - ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

ლიპარტელიან 14:30 საათზე ი რუს კირილ დნეისოვს შეხვდება, ხოლო თუშიშვილი 14:45-ზე კუბელ ალექს გარსია მენდოზას დაუპირსპირდება.

ცხელი ამბები