მესიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა!
Aa
Aa

მესიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა!

ლა ლიგის მე-15 ტურში "ბარსელონამ" "ვილიარეალს" სტუმრად 2-0 სძლია და სატურნირო ცხრილში კომფორტული ფორა შეინარჩუნა.

თავისი მორიგი გოლი გაიტანა ლეო მესიმ, რომლისთვისაც ის ისტორიული გამოდგა.

არგენტინელ ფეხბურთელს "ბარსელონას" მაისურით 525 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ხსენებული შედეგი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში დააფიქსირა.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე სხვა არცერთ ფეხბურთელს, მიულერისა და მესის გარდა ერთი გუნდის მაისურით ამდენი გოლი არასდროს გაუტანია.

მესის მომდევნო ტურში შანსი მიეცემა, რომ აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს. "ბარსა" "კამპ ნოუზე" ლა კორუნიის "დეპორტივოს" უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები