რატომ დაითხოვეს ანჩელოტი
Aa
Aa

რატომ დაითხოვეს ანჩელოტი "ბაიერნიდან"? "უთანხმოება ჩემი მუშაობის მეთოდების გამო დაიწყო"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესასთან საუბრისას „რეკორდმაისტერიდან“ დათხოვნის მიზეზები გაამხილა.

„უთანხმოება ჩემი მუშაობის მეთოდების გამო დაიწყო. მე, ამ ფილოსოფიას უკვე მრავალი წელია მივსდევ და არ ვაპირებ, რომ რაიმე შევცალო. ფეხბურთელებს წელიწადში 60 მატჩის ჩატარება უწევთ, აქედან გამომდინარე ჩემს მიერ არჩეული მეთოდები ეფუძნება ხარისხს და არა რაოდენობას. ვთვლი, რომ უმჯობესია ჩემმა მოთამაშეებმა ბურთთან უფრო მეტი დრო გაატარონ, ვიდრე მის გარეშე ირბინონ. სპორტის ამ სახეობაში უკვე დიდი ხანია ვმუშაობ და მიმაჩნია, რომ ათლეტიზმზე ზედმეტი ყურადღების დათმობა და მასზე აქცენტის გაკეთება ფეხბურთელებისთვის დამღუპველია“.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“-სთან დამარცხების შემდეგ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

იტალიელი სპეციალისტი ჯერჯერობით დასვენებას ამჯობინებს და სამუშაოს გაგრძელებას 2018 წლის ზაფხულიდან გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები