ბერისომ შესვენებაზე ფეხბურთელებს უთხრა, რომ პროსტატის სიმსივნე ჰქონდა, რის შემდეგაც...
Aa
Aa

ბერისომ შესვენებაზე ფეხბურთელებს უთხრა, რომ პროსტატის სიმსივნე ჰქონდა, რის შემდეგაც...

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "სევილიამ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 0-3-დან შეხვედრის 3-3-ის დასრულება შეძლო.

ამ საოცარი მატჩის შემდეგ, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს თქმით, ანდალუსიელთა მთავარ მწვრთნელს ედუარდო ბერისოს ადრეული სტადიის პროსტატის სიმსივნე აქვს და კლუბი ამ ამბავს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე დღეში არგენტინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთოს.

Sevillainfo კი წერს, რომ ბერისომ ფეხბურთელებს ამის შესახებ შესვენებაზე უამბო. მატჩის 92-ე წუთზე, როდესაც "სევილიამ" ანგარიში 3-3 გახადა, ყველა მოთამაშებ მწვრთნელთან მიირბინა და გოლი მასთან ერთად აღნიშნა. AS-ის თქმით, ეს ეპიზოდი ამ სამწუხარო ინფორმაციას ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ედუარდო ბერისო "სევილიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. გასულ სეზონში მისმა გაწვრთნილმა "სელტამ" ევროპის ლიგის ნახევარფინალში გააღწია და "მანჩესტერ იუნაიტედთან" სენსაციის მოხდენამდე სულ ცოტა დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები