კონტაქტი უკვე არის - იტალიური პრესა მონტელას 2 სავარაუდო შემცვლელს ასახელებს...
Aa
Aa

კონტაქტი უკვე არის - იტალიური პრესა მონტელას 2 სავარაუდო შემცვლელს ასახელებს...

იტალიური მედია ჰოლდინგი Mediaset Premium-ი, რომელიც ბერლუსკონების ოჯახს ეკუთვნის, ხოლო მისი გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანია, "მილანის" მწვრთნელის პოსტზე 2 ყველაზე სავარაუდო კანდიდატურას ასახელებს.

მისი ინფორმაციით, "როსონერის" ბოსები პაულო სოუზასა და ვალტერ მაცარისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და თუკი სერია A-ს მორიგ ტურში "ინტერთან" შეხვედრაში, "შავ-წითლები" სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, ვინჩენცო მონტელას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ორივე სპეციალისტი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. სოუზა "ფიორენტინადან" გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს, მაცარი კი, ასევე გასულ სეზონში ინგლისურ "უოტფორდს" წვრთნიდა და კლუბი, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა მარკო ფასონე "ინტერის" მმართველი იყო, მაცარი "ნერაძურის" თავკაცად მუშაობდა. თუმცა როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე "როსონერის" გაწვრთნის უკეთესი შანსი სოუზას აქვს.

დავამატოთ ისიც, რომ გუშინ საღამოს "მილანის" გაწვრთნის კიდევ ერთმა კანდიდატმა - კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები