სქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ლიტვასთან!
Aa
Aa

სქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ლიტვასთან!

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ილიას ზუროსის გუნდმა ფინალში მასპინძელი ლიტველები 81:70 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია დასახელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებს სამქულიანები წაუვიდათ, რაც სასიხარულო ამბავია. საქართველოს ნაკრებმა ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, რაც სამწვრთნელო შტაბის დროული და ზუსტი გადაწყვეტილებების დამსახურებაა.

მართალია ლიტველები სრული შემადგენლობით არ იყვნენ, თუმცა დანაკლისი ჩვენებსაც ჰქონდათ. გუნდს კაპიტანი ზაზა ფაჩულია ვერ ეხმარებოდა, რომელიც შეკრებას თბილისში შეუერთდება. ტრავმის გამო არ უთამაშია ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც ევრობასკეტსაც დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები