Aa
Aa

"რეალი" "აიაქსის" ტალანტის დამატებას გეგმავს!

მადრიდის "რეალი" ალვარო მორატას წასვლის შემდეგ ფორვარდის დამატებას გეგმავს.

სამეფო კლუბის სია საკმაოდ ვრცელია. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული კილიან მბაპეს გადმობირებაა, თუმცა ფრანგის გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევროა, რაც ტრანსფერის ალბათობას ამცირებს.

ზინედინ ზიდანის გუნდში გადაბარგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ამსტერდამის "აიაქსის" დანიელი ფორვარდი კასპერ დოლბერგია.

მადრიდში მიაჩნიათ, რომ 19 წლის ფეხბურთელი ალვარო მორატას იდეალურად შეცვლის.

გასულ სეზონში, დანიელმა ფორვარდმა ამსტერდამელთა რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და თავი 16 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები