Aa
Aa

"ბარსა" ბელერინთან ახლოსაა

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონა“ და „არსენალი“ ექტორ ბელერინის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

როგორც ვიცით, თავად ფეხბურთელი „ბლაუგრანაში“ დაბრუნებაზე თანახმაა, ტრანსფერი კი ისევ და ისევ „არსენალთან“ მოლაპარაკებების გამო ჭიანურდება.

თუმცა ბოლოდროინდელი ცნობებით „ბარსას“ ხელმძღვანელებმა ლონდონელებთან საერთო ენა გამონახეს და გადასაწყვეტი მხოლოდ ფორმალური დეტალებია.

22 წლის ბელერინი ამჟამად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობს. ესპანეთის ნაკრები დღეს ტურნირის 1/2 ფინალში იტალიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები