დღეს ბასილაშვილი
Aa
Aa

დღეს ბასილაშვილი "როლან გაროსის" მთავარ კორტზე ნადალთან ითამაშებს

დღეს "როლან გაროსის" მორიგი სათამაშო დღეა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან საინტერესოა.

გათამაშების 1/16 ფინალურ სტადიაზე, ჩვენი თანამემამულე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, "როლან გაროსის" მთავარ კორტ "ფილიპ შატრიეზე", ამ ტურნირის 9 გზის გამარჯვებულ და "თიხნარის მეფედ" წოდებულ რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეხვედრა თბილისის დროით არაუადრეს 14:30 საათზეა დაგეგმილი. ამავე კორტზე დღის პირველი მატჩი, ამ ტურნირის ქალთა თანრიგის გასული წლის გამარჯვებულ გარბინ მუგურუზასა და იულია პუტინცევას შორის გაიმართება და ბასილაშვილი-ნადალის დაპირისპირებაც მისი დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ტელეარხ "ევროსპორტის" მეშვეობით შეგვეძლება.

25 წლის ბასილაშვილი რაფაელ ნადალს კარიერაში პირველად ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს აქამდე როჯერ ფედერერის, ტომაშ ბერდიხის, გრიგორ დიმიტროვის, ჟო-ვილფრიდ ცონგას, დომინიკ ტიმის, ჟილ სიმონის, დავიდ გოფინის, რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და სხვა მრავალი სახელოვანი მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები