ევროპის ლიგის/უეფას თასის ფინალების რეკორდები
Aa
Aa

ევროპის ლიგის/უეფას თასის ფინალების რეკორდები

"უეფას თასის" (ამჟამად "ევროპის ლიგის") ფინალი 1997-1998 წლების სეზონამდე 2 თამაშისგან შედგებოდა. მას შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, 1 თამაშად ტარდება.

გთავაზობთ ფინალური მატჩების სტატისტიკურ მონაცემებსა და რეკორდებს, რომლებიც სწორედ ამ თარიღიდან მოყვება.

უდიდესი სხვაობით მოგება - 2006 წ. - სევილია-მიდლსბრო 4:0

ყველაზე მეტი გოლი - 5:4 - ლივერპული-ალავესი (2001 წ.)

ყველაზე ცოტა გოლი - 0:0 - გალათასარაი-არსენალი (2000 წ.); სევილია-ბენფიკა (2014 წ.)

ფეხბურთელების მიერ ჯამურად გატანილი გოლები - 3 - რადამელ ფალკაო (2011 და 2012)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი - ჟოაო მოუტინიო - 18 წლის და 252 დღის - სპორტინგი-ცსკა (2005 წ.)

ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული - რობინ ვან პერსი - 18 წლის და 275 დღის - ფეიენოორდი-დორტმუნდი (2002 წ.)

ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული - ამედეო კარბონი - 39 წლის და 43 დღის - ვალენსია-მარსელი (2004 წ.)

ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი - ვაგნერ ლავი - 20 წლის და 341 დღის - სპორტინგი-ცსკა (2005 წ.)

ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი - გარი მაკალისტერი - 36 წლის და 142 დღის - ლივერპული-ალავესი (2001 წ.)

ყველაზე სწრაფი გოლი - 3 წთ. - მარკუს ბაბელი - ლივერპული-ალავესი (2001 წ.)

ყველაზე გვიანი გოლი - 116 წთ. - დიეგო ფორლანი - ატლეტიკო-ფულემი (2010 წ.)

ყველაზე დიდი დასწრება - 61 ათასი - პარმა-მარსელი (1999 წ.)

ყველაზე მეტი ფინალი - 5 - სევილია (2006; 2007; 2014; 2015; 2016)

ყველაზე მეტი მოგება - 5 - სევილია (2006; 2007; 2014; 2015; 2016)

ყველაზე მეტი წაგება - 3 - ბენფიკა (1983; 2013; 2014)

ყველაზე მეტი მოგება (ფეხბურთელი) - 5 - ხოსე ანტონიო რეიესი (2010; 2012; 2014; 2015; 2016)

ყველაზე მეტი მოგება (მწვრთნელი) - 3 - ჯოვანი ტრაპატონი (1977; 1991; 1993); უნაი ემერი (2014; 2015; 2016).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები