ზაზა ფაჩულიას მოედანს 24 თებერვალს
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას მოედანს 24 თებერვალს "კლიპერსთან" მატჩში დაუბრუნდება

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი გუნდს NBA-ს "ოლ სტარის" შემდეგ დაუბრუნდებიან. 

ჩვენი დროით 24 თებერვალს "მეომრები" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლებენ და ქართველი მეფარეც ოკლენდელთა გუნდს სასტარტო შემადგენლობით დაუბრუნდება.

ზაზა ფაჩულიას მხრის ტრავმის გამო თებერვალში არ უთამაშია, ვესტს კი ცერა თითი ჰქონდა მოტეხილი და პარკეტზე 18 იანვრის შემდეგ არ გასულა. 

"გოლდენ სტეიტს" 56 მატჩიდან 47 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები