ფინალი და 1/2 ფინალი ასტანაში - გორგოძე ორი ტიტულისთვის იბრძვის!
Aa
Aa

ფინალი და 1/2 ფინალი ასტანაში - გორგოძე ორი ტიტულისთვის იბრძვის!

ეკატერინე გორგოძე ასტანას ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და დღეს, 1/4 ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, 1/2 ფინალურ სტადიაზე სეტის წაუგებლად გავიდა.

საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე რუსი, ანასტასია გასანოვა გახლდათ, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 415-ე ადგილზე იმყოფება.

შეხვედრა ქართველის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, საათსა და 47 წუთში, 6:4; 6:4 იმარჯვა. ეკოს ეისი არ ჰქონია და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 63%, ხოლო მეორეზე 42% მოიგო.

ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილი გორგოძე, 1/2 ფინალურ ეტაპზე, იაშინასა და ბუზკოვას მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. ეს უკანასკნელი გათამაშებაზე მე-2 ნომრადაა განთესილი.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ეკო უზბეკ აკგულ ამანმურადოვასთან ერთად ასპარეზობს და დღეს 1/2 ფინალურ შეხვედრაში წარმატებასაც მიაღწია. ქართულ-უზბეკურმა დუეტმა, რომელიც გათამაშებაზე მე-4 ნომრადაა განთესილი, აბდურაიმოვასა და ფროლოვას ტანდემს, საკმაოდ მარტივად - 6:3; 6:4 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა. 

გორგოძე და ამანმურადოვა სატისტულო მატჩში, თურქ ბერფუ ჯენგიზსა და ყაზახ ანა დანილინას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები