ჰაკუჰოს შემდეგ კაკურიუც!
Aa
Aa

ჰაკუჰოს შემდეგ კაკურიუც! "ნაგოია ბაშო" იოკოძუნების გარეშე გაგრძელდება

“ნაგოია ბაშოზე“ დარჩენილმა ერთადერთმა იოკოძუნამ, კაკურიუმ, მარჯვენა ხელზე მიღებული ტრავმის გამო ტურნირის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მისი მიზანი ზედიზედ მესამე ბაშოს მოგება იყო და ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა აბისთან და იკიოისთან განცდილი მარცხის შემდეგ მონღოლი სუმოისტი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

კაკურიუმ დაზიანება მარჯვენა იდაყვში მიიღო, ჰაკუჰოს მსგავსად, მისი სარეაბილიტაციო პერიოდი ორ კვირას შეადგენს, რამაც იოკოძუნას ბაშოს გამოტოვება აიძულა. მისი ოჯახის უფროსმა, იზუცუმ, განაცხადა, რომ კაკურიუმ დაზიანება ვარჯიშისას მიიღო.

„მას გუშინ ველაპარაკე და მითხრა, რომ მარჯვენა იდაყვის აქტიურად გამოყენებისას დიდ ტკივილს გრძნობდა, როგორც ჩანს სიტუაცია უფრო გაუარესდა. ტურნირზე არცერთი იოკოძუნა აღარ დარჩა და ამის გამო დიდ ბოდიშს გიხდით. იგი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, თუმცა პირველი სამი შეხვედრის მოგება და შემდეგ ორის წაგება სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოხვედრას ჰგავდა“.

შეგახსენებთ, რომ 1999 წლის შემდეგ პირველად ტურნირის ბოლომდე ჩამთავრება ვერცერთმა იოკოძუნამ ვერ მოახერხა. „ნაგოია ბაშოს“ ხუთ-ხუთი მოგებით მიტაკეუმი და ტოჩინოშინი ლიდერობენ, ქართველი სეკიტორი იოკოძუნების არყოფნაში ტურნირის უპირობო ფავორიტად ითვლება.

ცხელი ამბები