''მიხარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო'' - რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
Aa
Aa

''მიხარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო'' - რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ტაშკენტში 20-წლამდე ძალოსანთა შორის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 86 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. პირველ ცდაზე რევაზ დავითაძემ 160 კგ. აწია ატაცში, მეორე ცდაზე კი 164 კგ.

ძალოსანს მხოლოდ მესამე ცდაზე არ გაუმართლა, როცა 166 კგ. ატაცში ვერ აწია. მიუხედავად მესამე წარუმატებელი გამოსვლისა, დავითაძეს ოქროს მედალი ერგო.

''მსოფლიოს ჩემპიონატზე 86 კგ. წონით კატეგორიაში მე და ნოდარ კაკაბაძე ვმონაწილეობდით. სამწუხაროდ, ნოდარი საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა, თუმცა მას შემდეგ წელსაც შეუძლია აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს ნოდარი მედალს მოიპოვებს.

მიხარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო და ოქროს მედალი დამსახურებულად მივიღე. დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, სპონსორებსა და ჩვენს ძვირფას გულშემატკივრებს'' - აღნიშნა დავითაძემ.

 მან ეგვიპტელ ალი ამოურისა და პოლონელ შტეფან ადამუსის აჯობა, რომლებმაც შესაბამისად მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს. მეოთხე ადგილზე ნოდარ კაკაბაძე გავიდა, რომელმაც 157 კგ. აწია ატაცში.

ცხელი ამბები