კონორ მაკგრეგორი 30 წლის იუბილეზე ორიგინალურ საჩუქარს მიიღებს
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი 30 წლის იუბილეზე ორიგინალურ საჩუქარს მიიღებს

კონორ მაკგრეგორი 14 ივლისს, 30 წლის იუბილეზე, საკმაოდ უცნაურ საჩუქარს მიიღებს. მოქანდაკე, ედგარ ასკელოვიჩი, ირლანდიელი მებრძოლისთვის, 50000 ფუნტის ღირებულების სკულპტურის გადაცემას აპირებს.

მაკგრეგორის ფიგურა პლატინის სილიკონის და მარმარილოს ფხვნილის ნაზავია, თვალები რადიაციაგაუმტარი რეზინისგანაა დამზადებული, ხოლო წვერის და ვარცხნილობის შესაქმნელად ნამდვილი თმაა გამოყენებული.

„ამ შედევრის შესაქმნელად ანტიკური ხელოვნების ნიმუშები გამოვიყენე. ჩემს ნაშრომში მიქელანჯელოს სტილი თანამედროვე გრაფიტულ ხელოვნებასთან შევათავსე და ამით ახლანდელი მებრძოლების ხასიათის გამოხატვა ვცადე“.

„ჩვენი თაობა გრაფიტის და ხულიგნობის ეპოქაში გაიზარდა, ამიტომ ქანდაკების უკან კონორის რამდენიმე ტატუ გამოვსახე“.

„მე მის ხედვას ვიზიარებ და ვეთანხბმები, რომ ნიჭი არ არსებობს, ყველაფერი მუშაობის და აკვიატებების შედეგია“.

ცხელი ამბები