Aa
Aa

"მოვიგეთ ეს იდიოტობები" - ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქეს! - სავარაუდოდ ერთი წელიც და...

აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში განცხადება განათავსა. მისი თქმით ამერიკის სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა. როგორც ხურციძე წერს, სავარაუდოდ 1 წელში საპყრობილეს დატოვებს.

 

შეგახსენებთ, 2017 წლის 8 ივნისს ხურციძე 14 ქართველთან ერთად აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს, რის გამოც 8 ივლისს  მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან საჩემპიონო ბრძოლა გადაიდო.

15 დაკავებულიდან ორი სპორტსმენი იყო. ლევან მაყაშვილმა ციხის საკანი დატოვა, ხოლო ხურციძე პატიმრობაში რჩება. მიმდინარე წლის მარტში სასამართლომ ხურციძის გირაოთი გათავისუფლების საკითხი განიხილა, თუმცა სპორტსმენს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. 

ცხელი ამბები