ბასილაშვილი უიმბლდონს პირველ წრეში დაემშვიდობა
Aa
Aa

ბასილაშვილი უიმბლდონს პირველ წრეში დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას პირველსავე წრეში დაემშვიდობა.

ნიკოლოზის მოწინააღმდეგე, ვეტერანი ფრანგი, ჟილ სიმონი გახლდათ, რომელთანაც მე-4 ურთიერთშეხვედრას მართავდა - სიმონს 2 მოგება ჰქონდა, ბასილაშვილს კი - 1.

დღევანდელი მატჩი ფრანგის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე იოლი გამარჯვებით, 6:1; 7:6; 6:1 დასრულდა. 

ბასილაშვილი მე-2 სეტში ბრეიკით იგებდა და სეტის დახურვაც შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და ტაიბრეიკზე დამარცხდა, შემდეგ კი სიმონს თამაშის სათავისოდ დასრულება აღარ გასჭირვებია.

ჟილ სიმონი მომდევნო რაუნდში, ჯეკ სოკისა და მატეო ბერეტინის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები