''შესანიშნავი გუნდია, ძალიან ბედნიერი ვარ'' - არაბულის ორწლიანი კონტრაქტი
Aa
Aa

''შესანიშნავი გუნდია, ძალიან ბედნიერი ვარ'' - არაბულის ორწლიანი კონტრაქტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბაჩანა არაბული კარიერას უნგრულ ''პუშკაშ აკადემიაში'' ჩაირიცხა, რომელმაც გასულ სეზონში უნგრეთის ელიტარულ ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ბაჩანა არაბულმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

''შესანიშნავ გუნდში მოვხვდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ორი წლის განმავლობაში მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო'' - აღნიშნა არაბულმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

24 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ''ბალმაზუივაროშის'' მაისურით 29 მატჩში 9 გოლი შეაგდო. ასევე, უნგრეთის თასზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ''ბალმაზუივაროში'' უმაღლესი ლიგიდან გავარდა, არაბული კი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბაჩანა არაბული ''საბურთალოს,'' გორის ''დილას,'' ''ცხინვალის,'' ესპანური ''ალკორკონის,'' ''სამტრედიასა'' და თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელია.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით არაბულმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები