ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
Aa
Aa

ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო, მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკს, საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სუმოს ისტორიაში ლევან გორგაძე მე-3 ევროპელია, რომელმაც ოძეკის წოდება მიიღო. მან იანვარში უპრესტიჟულესი "ჰაცუ ბაშო" მოიგო.

ცხელი ამბები