ორი დღე
Aa
Aa

ორი დღე "ნაცუ ბაშომდე" - ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ( ტოჩინოშინი ) მორიგი ბაშოსთვის ემზადება, რომელიც სტარტს 13 მაისს აიღებს და 27-მდე გასტანს. ტოჩინოშინი ამჟამად სეკივაკეს წოდებისაა, რომელიც სუმოს იერარქიაში იოკუძუნასა და ოძეკის შემდეგ მე-3 საფეხურია. გორგაძემ „ჰარუ ბაშო“ 10 მოგებითა და 5 წაგებით დაასრულა და თუკი „ნაცუ ბაშოზეც“ ამ მაჩვენებელს დააფიქსირებს შანსი აქვს ოძეკის წოდება მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი გამარჯვებას 11-ჯერ იზეიმებს, იგი ბანძუკეში ერთი საფეხურით მაღლა ყველა ვარიანტში აიწევს.

„ნაცუ ბაშოზე“ ტოჩინოშინის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება. ამ უკანასკნელმა „ჰარუ ბაშოზე“ 15-დან 8 შეხვედრა მოიგო, თუმცა ლევანთან გამკვლავება ძალიან უჭირს და 17 შეხვედრიდან მოგებული მხოლოდ 5 აქვს. შოჰოზანი სიმაღლეში 178 სანტიმეტრია და 141 კგ-ს იწონის. კარიერის მანძილზე მას მაკუუჩის დივიზიონში 254 მოგება და 286 მარცხი აქვს.

მეორე ტურში ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირას, აბის დაუპირისპირდება, რომელმაც უკანასკნელი ორი ბაშო ერთი და იგივე შედეგით დაასრულა - 10 მოგება, 5 მარცხი. აბი ახალგაზრდა სუმოისტია, მიუხედავად ამისა მაკუუჩის დივიზიონში ჩატარებული 30 შეხვედრიდან მხოლოდ 10-ში დამარცხდა.

„ნაცუ ბაშოს“ ემნიშვნელოვანესი მოვლენა მონღოლი ლეგენდის, ჰაკუჰოს დაბრუნებაა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

როგორ დაიწერა ისტორია - ტოჩინოშინის 15-ვე ბრძოლა იმპერატორის თასზე

ცხელი ამბები