ბოდიბილდერების ოქრო და ბრინჯაო - ორი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს წარმომადგენლები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას სპორტის ისეთ სახეობებშიც აღწევენ, სადაც უმაღლეს დონეზე გამოსვლით ნაკლებად ვიყავით განებივრებულები. ერთ-ერთი მათგანია ბოდიბილდინგი, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ ცნობადია, ჩვენს ქვეყანაში კი მისი პოპულარიზაცია გეგმაზომიერად, ეროვნული ფედერაციის სწორი მუშაობის ხარჯზე მიმდინარეობს.
სულ ახლახანს, ქართველმა ბოდიბილდერებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს და საკმაოდ ხელშესახები შედეგებიც აჩვენეს. ტურნირს ესპანეთმა უმასპინძლა და IFFB Semi Pro World Championship-ზე გენო დავითაძემ (100 კგ) მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. გაგა გოგიაშვილმა კი, 15-23 წლის ასაკობრივ კატეგორიაში - იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
ცნობისათვის, გოგიაშვილმა ამავე შეჯიბრების ფინალში მამაკაცთა ბოდიბილდინგში, 95 კილოგრამამდე კატეგორიაში მეხუთე შედეგი აჩვენა და ასევე მეხუთე პოზიცია დაიკავა Classic Physique-ის 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის კატეგორიაში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს