ფონდის მორიგი მემორანდუმი - თანამშრომლობა ქართული სპორტის საბადოსთან
Aa
Aa

ფონდის მორიგი მემორანდუმი - თანამშრომლობა ქართული სპორტის საბადოსთან

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის კიდევ ერთი პარტნიორული ხელშეკრულება - მემორანდუმი ამჯერად ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან გაფორმდა, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს, წელს კი უფრო მოდერნიზებული სახე მიიღო.

თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი და ცენტრი ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას უზრუნველყოფენ. ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი მიზნად მომავალი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმოჩენასა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის იდეალური პირობების შექმნას ისახავს.

ცენტრის შექმნიდან დღემდე სპორტსმენებისთვის თანამედროვე საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის გასაუმჯობესებლად მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება. ამჟამად ცენტრში სპორტსმენების განკარგულებაში არის: საჭიდაო დარბაზი, ფეხბურთისა და სხვა სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი საძინებელი, სასადილო კორპუსები და სხვა დამხმარე ნაგებობანი.

 

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კიკალიშვილის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატი ბათუმში
    კიკალიშვილის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატი ბათუმში