„ნამდვილი ურჩხული და რობოტია, მისით აღფრთოვანება უნდა გავაგრძელოთ“ - ნანი რონალდუზე
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ნანიმ კრიშტიანუ რონალდუს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
„განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. კრიშტიანუ მისაბაძი მაგალითია, საფეხბურთო კუმირი. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და რის კეთებასაც აგრძელებს, შთააგონებს ახალგაზრდობას და მთელ მსოფლიოს, რომელიც ამ სპორტის სახეობასთან არის დაკავშირებული.
ლოგიკურია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ მის მიმართ მოლოდინები უზარმაზარი იყო, რადგან როცა კრიშტიანუს მოედანზე ვხედავთ, ყველას სურს დაინახოს, რომ ის იმავეს აკეთებს, რასაც რამდენიმე წლის წინ... მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ არ გვჭირდება კრიშტიანუს შეფასება. ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ მისი ყურება და მისით აღფრთოვანება, როგორც ყოველთვის, რადგან წილად გვხვდა პატივი გვეყურებინა რონალდუსთვის - ათლეტისთვის, მონსტრისთვის, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ ხოლმე, რობოტისთვის, რა მეტსახელიც არ უნდა შეერქვათ მისი გამორჩეული მიღწევების გამო. ვფიქრობ, მისი სახელი უდიდესთა შორის შევა.
როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესომ, მან თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა, ყველაზე სერიოზული რეკორდები მას ეკუთვნის. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისით უნდა აღვფრთოვანდეთ და ტაში დავუკრათ, რადგან ვხედავთ, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება. უბრალოდ უნდა ვაქოთ ის და სიამოვნება მივიღოთ.
მან მაგალითი მოგვცა და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“,
- განაცხადა ნანიმ.