Aa
Aa

''იუვენტუსი'' - ''რეალი'': მატჩის შემდგომი კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ''იუვენტუსი'' ტურინში 0:3 დამარცხდა მადრიდის ''რეალთან,'' რომლის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე რონალდუს გატანილ ბრწყინვალე გოლზეც ისაუბრა, ფრანგმა  2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

''კრიშტიანუს გოლი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ის არ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც ჩემს მიერ გატანილი გლაზგოში. ბედნიერი ვარ, ბრწყინვალედ ვითამაშეთ, როცა კრიშტიანუს ''იუვენტუსის'' ქომაგები ტაშს უკრავდნენ, ეს იყო დიდებული ჟესტი.

ისკოს თამაშით კმაყოფილი ვარ, მან უდიდესი სამუშაო შეასრულა, ის მოქმედებდა რონალდუსა და ბენზემას უკან. ასევე შესანიშნავად ითამაშეს კრიშტიანუმ, მარსელომ და სხვებმა, თითოეული ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ.

ორიენტირებული ვარ ყოველდღიურ საქმიანობაზე, არასოდეს თქვა არასოდეს. მადრიდში ურთულესი მატჩი გველის, გადაწყვეტილი არაფერია.''

მატჩის შემდეგ ცხადია უკმაყოფილო იყო ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი:''შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა პირველი გოლისას, რომ თავიდან აგვეცილებინა პირველი გოლი, მაგრამ ყველაფერი ცუდად წავიდა, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა განსაკუთრებული გუნდი. არ მინდა დავადანაშაულო ჩემი ფეხბურთელები, მათ ითამაშეს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 9 მატჩში 14 გოლი შეაგდო. რონალდუ და მესი განაპირობებენ გუნდების გამარჯვებებს, ისინი არიან მარადონასა და პელეს თანასწორნი.''

მადრიდის ''რეალმა'' ტურინში რონალდუს დუბლითა და მარსელოს გოლით გაიმარჯვა. საპასუხო მატჩი 11 აპრილს ''ბერნაბეუზე'' გაიმართება.

ასევე იხილეთ - მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები