ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

119-ე წუთზე მის ჩაწოდებას გოლი მოჰყვა | მექვაბიშვილის კრაიოვა თასის ფინალშია

რუმინეთის თასის ნახევარფინალში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ ბუქარესტის „დინამოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა დრამატულ შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა — 0:0. დამატებული პირველი ტაიმის ბოლო „დინამომ“ ანგარიში გახსნა და 105-ე წუთზე კენედი ბოატენგის გოლით დაწინაურდა. „კრაიოვამ“ 119-ე წუთზე გაათანაბრა და საგოლე შეტევაში მონაწილეობა მექვაბიშვილმაც მიიღო.

24 წლის ნახევარმცველმა პრე-ასისტი მიითვალა. ანზორმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, რის შემდეგაც კარლოს მორამ ადრიან რუსს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ქართველ ფეხბურთელს პენალტი არ დაურტყამს, მისმა გუნდმა კი თერთმეტმეტრიანების სერია 4:1 მოიგო.

ცნობისთვის, „კრაიოვა“ რუმინეთის თასის ფინალში „კლუჟს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, საქართველო!“ | Le Parisien კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა
„მადლობა, საქართველო!“ | Le Parisien კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა