სლოტი: “დღეს მამარდაშვილს ნოიერის მსგავსი თამაში დასჭირდა“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც. კვარას დიდებული მატჩი ჰქონდა და პარიზელთა მხრიდან მე-2 გოლი სწორედ მან გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა.
სლოტი:
„თუ მთლიან თამაშს გადავხედავთ, ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ მხოლოდ 2:0 წავაგეთ. პირველი გოლი რთული გასატანი იყო, თუმცა კარგია, რომ კვლავ თამაშში ვართ — შეგვიძლია ისინი „ენფილდზე“ მივიღოთ და ვიცით, რამდენად ძლიერია იქაური ატმოსფერო ჩვენთვის.
გუშინ ვუყურე „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩს და ვნახე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მანუელ ნოიერი. მან ბევრი შესანიშნავი ბურთი მოიგერია. ვფიქრობ, დღეს მამარდაშვილს სწორედ ნოიერის მსგავსი თამაში დასჭირდა. მისი მოგერიებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„პარი სენ-ჟერმენის“ მსგავს გუნდთან ასეთი გამოსვლაა საჭირო — საჭიროა შრომისმოყვარე გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ მეტოქემ გოლი ვერ გაიტანოს. ვფიქრობ, ეს ვნახეთ კიდეც, თუმცა ძალიან რთული მატჩი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე პასების რაოდენობას, ქართველ სუპერვარსკვლავს 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.
ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
მამარდაშვილის ყველა მოგერიება VS პსჟ
კვარას ყველა მომენტი VS ლივერპული