Aa
Aa

ტოჩინოშინმა "ჰარუ ბაშოზე" მე-9 გამარჯვება მოიპოვა!

ტოჩინოშინმა, მარტის "ჰარუ ბაშოზე" მორიგი ორთაბრძოლა გამართა და ტურნირის მე-13 დღეს, ჩიომარუს დაუპირისპირდა, რომელიც მე-5 მაეგაშირას წოდებას ატარებს და მარტის ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი 6-7-ზე ჰქონდა.

ჩიომარუს სიმაღლე 1,77 სმ-ია. მისი წონა კი 193 კილოგრამი. ტოჩინოშინი კი 177 კგ.-ს იწონის და 192 სმ. სიმაღლისაა.

ლევან გორგაძემ ბრძოლა დამაჯერებლად დაიწყო და გამარჯვებამდეც ასევე მიიყვანა. ჩიომარუს ტოჩინოშინმა შანსი არ დაუტოვა.

ქართველ სუმოისტს მოგებათა ბალანსი უკვე 9-5-ზე აქვს.

ტოჩინოშინი ხვალ, დასკვნით დღეს კომოსუბის წოდების იჩინოჯო ტაკაშის დაუპირისპირდება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 9-5-ზე აქვს.

ცხელი ამბები