Aa
Aa

„ფანტაზიებით ცხოვრებას შეეშვი“ - ენტონი ჯოშუა უაილდერს ითხოვს

მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ, შესაძლო მეტოქეს, დეონტი უაილდერს ურჩია, რომ „ფანტაზიებით ცხოვრებას შეეშვას“ და მას შეებრძოლოს, რათა გაირკვეს თუ ვინაა უკეთესი მძიმეწონოსანი მოკრივე.

ენტონი ჯოშუა

დეონტი უაილდერი

IBF-სა და WBA-ის ტიტულების მფლობელ, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასა და WBC-ის ქამრის მფლობელ უაილდერს შორის ბრძოლა მსოფლიო კრივის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ითვლება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შეხვდებიან მოკრივეები ერთმანეთს რინგზე და საერთოდ გაიმართება თუ არა მათ შორის ბრძოლა. მასმედიის საშუალებით ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა გამომწვევი სიტყვების გარდა წყვილს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

ენტონი ჯოშუა

„თუ პარკერი ჩემთან ბრძოლას სერიოზულად აპირებს, მაშინ ჩვენ სერიოზულ მოლაპარაკებებს გავმართავთ. ხოლო თუ ამ ბრძოლას სერიოზულად არ უყურებს, მაშინ ბევრი ლაპარაკისგან თავი უნდა შეიკავოს. თუ მასთან ბრძოლა არ მომიწევს მე კიდევ 10 მოწინააღმდეგე მყავს, რომლებთანაც რინგზე არაჩვეულებრივ სანახაობას გავმართავ, ასე რომ მე უკეთეს პოზიციაში ვარ. ვიცი თუ რა გზით მიმყავს ჩემი კარიერა და რამდენს მივაღწევ ბოლოს. ასე რომ თუ პარკერს სურს ჩემი კარიერის შენებაში მონაწილეობა მიიღოს, მაშინ ის დიდ ბრიტანეთში უნდა ჩამოვიდეს, რეალობას თვალებში ჩახედოს და ფანტაზიებით ცხოვრებას შეეშვას. სულ ესაა რისი თქმაც მინდა - იყოს უფრო რეალური და სერიოზული მოლაპარაკებებში.“

„დიდ ბრიტანეთში ბრძოლაში მას იმაზე 10-ჯერ მეტ თანხას სთავაზობენ ვიდრე ამერიკაში. ჩემთვის აშშ-ში ბრძოლაში იმაზე 10-ჯერ მეტი თანხა რომ გადაეხადათ, რამდენსაც დიდ ბრიტანეთში მიხდიან, აუცილებლად ჩავიდოდი.“

თუმცა, უაილდერთან შეხვედრამდე ჯოშუას WBO-ს ჩემპიონ ჯოზეფ პარკერთან ბრძოლა მოუწევს, რომელიც კარდიფში უნდა გაიმართოს.

დეონტი უაილდერი

ენტონი ჯოშუა

ცხელი ამბები