Aa
Aa

მეტოქის სამარცხვინო ქმედება - რის გამო წააგო ტოჩინოშინმა "ჰარუ ბაშოზე" მე-3 ორთაბრძოლა?

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, მარტის "ჰარუ ბაშოს" მე-10 დღეს, მასზე მაღალი რანგის გოეიდოს დაუპირისპირდა, რომელსაც ოძეკის ჩინი აქვს - ტოჩინოშინი სეკივაკეა, რაც სუმოს იერარქიაში, იოკუძუნასა და ოძეკის შემდეგ, მე-3 წოდებაა.

გოეიდო 31 წლისაა, 183 სმ.-ია და 160 კგ.-ს იწონის, უშუალოდ ამ ტურნირზე კი, მოგება-წაგებათა ბალანსი 6:3-ზე ჰქონდა. ქართველმა საწყისი 9-დან, 7 ორთაბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსის, ვადაზე ადრე გასაფორმებლად, 1 გამარჯვება სჭირდებოდა.

სამწუხაროდ, დაპირისპირება გოეიდოს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ტოჩინოშინი, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა. აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით, ორივე სუმოისტს მოგება-წაგებათა ბალანსი 7:3-ზე გაუხდა.

გოეიდომ შეუფერებელი და სამარცხვინო ილეთი გამოიყენა და სასტარტო დაჯახებას თავი აარიდა. გამოცლის შემდეგ ლევან გორგაძემ წონასწორობა დაკარგა და მეტოქემ ის დოჰიოდან იოლად გადაიყვანა.

სუმოს სამყაროში ასეთი ილეთის გამოყენება აკრძალული არ გახლავთ, მაგრამ მას სამარცხვინო საქციელად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ "ჰარუ ბაშოს" დაწყებამდე, ტოჩინოშინი და გოეიდო, სპარინგ-პარტნიორები იყვნენ.

ხვალ, "ჰარუ ბაშოს" მე-11 დღეს, ტოჩინოშინს რთული შეხვედრა ელის, რადგან კიდევ ერთ ოძეკ, ტაკაიასუს შეებრძოლება. იაპონელის სიმაღლე 187 სმ.-ია, ხოლო წონა - 182 კგ.

ცხელი ამბები