Aa
Aa

ტოჩინოშინი ტრავმითაც იგებს!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე - ტოჩინოშინი "ჰარუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს.

დღეს მისი მოწინააღმდეგე პირველი მაეგაშირა ენდო გახლდათ, რომელსაც ტოჩინოშინის მსგავსად, მოგება-წაგებათა ბალანსი 3:2-ზე ჰქონდა. 

27 წლის ენდო, სუმოს კვალობაზე, არცთუ მაღალია და მისი სიმაღლე 183 სმ. გახლავთ, ხოლო წონა - 154 კგ. ტოჩინოშინი მასზე 9 სმ.-ით მაღალია და 23 კგ.-ით მეტს იწონის.

შეხვედრა ქართველმა ულამაზესი ილეთით მოიგო, რაც ნიშნავს იმას, რომ "ჰარუ ბაშოზე" ჩვენებურს მოგება-წაგებათა ბალანსი 4:2-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინი მორიგ ორთაბრძოლას ხვალ გამართავს, როცა მისი მოწინააღმდეგე მე-2 მაეგაშირა არავაში იქნება, რომელსაც პირველი 6 შეხვედრა წაგებული აქვს.

პ.ს. გუშინდელი გამარჯვების აღმნიშვნელი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

ცხელი ამბები