Aa
Aa

პაატა გურასპაული: "მჯერა, ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ"

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები გუშინ ავსტრიაში გაემგზავრა და მოახლოებულ მატჩამდე მზადებას იქ აგრძელებს.

გუნდთან ერთად იმყოფება ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, რომელიც აღნიშნავს, რომ ბიჭები სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გაიღებენ.

ავსტრიასთან გასვლითი მატჩი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საშინაო შეხვედრა გერმანიასთან, თუმცა ჩვენი კონცენტრაცია ჯერ მთლიანად ავსტრიასთან მატჩზეა მიმართული.

ხვალ დილით დიქსონიც დაგვემატება და შეიკვრება ის 12 მოთამაშე, რომელიც მართლაც, რომ შეებრძოლება ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს.

მე რომ ვუყურებ ბიჭებს და ასევე სამწვრთნელო შტაბს, იმედიანად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და რისი შესაძლებლობაც ექნებათ, იმ მაქსიმუმს გააკეთებენ. მჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.

დიდი მნიშვნელობა ექნება ამ მატჩის შედეგს იმისთვის, რომ 2 დღის შემდგომ, სახლში გერმანიასთან წარმატებით ვითამაშოთ და იმედს ვიტოვებ, ეს მატჩი მოგვცემს საფუძველს, რომ ფსიქოლოგიურად გერმანიას კარგად დავხვდეთ“.

ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებები, ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე ითამაშებენ, ხოლო მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი, საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები