ენტონი დევისი:
Aa
Aa

ენტონი დევისი: "კაზინსის ტრამვა რომ არა ფინალში აუცილებლად გავიდოდით"

ყველა ვარსკლავის მატჩის შემდეგ NBA-ს სეზონი 23 თებერვალს განახლდება, „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო საგზურისთვის იბრძვის.

„პელიკანსის“ ლიდერმა - ენტონი დევისმა „ESPN”-თან საკუთარი გუნდის მდგომარეობაზე და მომავალზე ისაუბრა: დემარკუსის ტრამვა რომ არა ჩვენ პლეიოფში აუცილებლად გავიდოდით, იქ რა მოხდებოდა არავინ იცის, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი დუეტის შეჩერებას ვერავინ მოახერხებდა და დიდი ალბათობით ფინალშიც გავიდოდით. რეიჟონ რონდო ხშირად გვეუბნებოდა, რომ საუკეთესო მაღლები ვიყავით ლიგაში და მისი გამოცდილების დახმარებით ყველა გუნდის დამარცხება შეგვეძლო.

ენტონი დევისი და დემარკუს კაზინსი ლიგის ისტორიაში ერთადერთი წყვილი იყო, რომელიც 25 ქულაზე და 10 მოხსნაზე მეტს ასრულებდა. კაზინსის გარაშე „პელიკანსმა“ 9-დან მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილიდან მერვეზე გადაინაცვლა.

ენტონი დევისმა ასევე გუნდის მომავალზე ისაუბრა: დემარკუსის გარაშე თამაში ძალიან რთულია, ვცდილობ რასელ ვესტბრუკს მივბაძო, რომელმაც კევინ დურანტის ტრამვის შემდეგ საოცარი სეზონი ჩაატარა და გუნდი პლეიოფში გაიყვანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები