მშვილდოსნობა
Aa
Aa

პირველი გამარჯვება გრან პრის ეტაპზე - მშვილდოსნების ისტორიული წარმატება

პირველად საქართველოს მშვილდოსნობის ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა გრან პრის პრესტიჟულ ეტაპზე ჩემპიონობა იზეიმეს. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე წარმომადგენლობით შეჯიბრებაში პირველი ადგილი ალექსანდრე მაჭავარიანისა და მედეა გვინჩაძის წყვილმა დაიკავა. ფინალში მათ თურქეთის გუნდის წევრები დამაჯერებლად დაამარცხეს, გადამწყვეტ შეხვედრამდე კი უკრაინელებს, შვეიცარიელებსა და უზბეკებს აჯობეს.

გუნდურ შეჯიბრამდე ტურნირზე ინდივიდუალური ჩათვლის შეხვედრები გაიმართა - საუკეთესო შედეგი ალექსანდრე მაჭავარიანმა, ანრი ბასილაძემ, მედეა გვინჩიძემ და ციკო ფუტკარაძემ აჩვენეს, რომელთაც ორი ეტაპი გადალახეს და მეთექვსმეტედფინალში იასპარეზეს. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართველი მშვილდოსნებისთვის გაცილებით უფრო წარმატებული შერეულ წყვილთა შორის გუნდური შეჯიბრება აღმოჩნდა, სადაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

ცნობისათვის, თურქეთის გრან პრიზე საქართველოს დელეგაცია 6-კაციანი შემადგენლობით იმყოფებოდა. ალექსანდრე მაჭავარიანი, თემურ მაკიევი, ანრი ბასილაძე, მედეა გვინჩიძე, ციკო ფუტკარაძე და სალომე ხარშილაძე ტურნირისთვის მწვრთნელებმა, გიორგი მაკიევმა, მალხაზ მახარაშვილმა და თამაზ ფუტაკარაძემ მოამზადეს, ხოლო გუნდის მენეჯერის ფუნქციებს ლაშა ფხაკაძე ითავსებდა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯაოს მედალი ევროპის თასზე - ქართველი მშვილდოსნების წარმატება
ბრინჯაოს მედალი ევროპის თასზე - ქართველი მშვილდოსნების წარმატება