Aa
Aa

"არსენალი" სანჩესს მხოლოდ ერთი პირობით გაუშვებს

Mirror-ის ინფორმაციით, "არსენალი" სანჩესს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს, თუ "მეთოფეები" რიად მაჰრეზთან შეთანხმებას მიაღწევენ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ალჟირელი ფეხბურთელით "ლივერპული" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.

როგორც გუშინ დაიწერა, მაჰრეზი "მერსისაიდელებში" გადასვლასთან ახლოსაა და ის სამედიცინო შემოწმებასაც კი გადის, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ერთი რამ კი ნათელია - მაჰრეზს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ "ლესტერს" ამ ზამთარში დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები