Aa
Aa

"ელ კლასიკოს" წინ, "ბარსას" ქომაგებისთვის დამაიმედებლი ინფორმაცია გავრცელდა

"ბარსელონას" 20 წლის ფრანგმა გარემარბმა უსმან დემბელემ გუნდთან ერთად ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა მედშტაბი მას სრული დატვირთვის უფლებას არ აძლევდა.

დღეს, კატალონიური კლუბის ქომაგებისთვის სასიხარულო ამბავი გავრცელდა. დემბელემ ძირითად გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

უახლოეს დღეებში, თუ ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშს ასეთივე ტემპში გააგრძელებს, მალე მედშტაბი მას თამაშის უფლებასაც მისცემს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ ტრავმა 16 სექტემბერს "ხეტაფესთან" გასვლითი მატჩის დროს მიიღო და ექიმები მოედანზე მის გამოჩენას 2018 წლის იანვრამდე არ ელოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ სეზონის პირველი "ელ კლასიკო" 23 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და დემბელეს "რეალის" წინააღმდეგ თამაში გამორიცხული არ არის.