100 მეტრი 12,37 წამში - ხარჩილავამ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
პარიზის ოლიმპიადაზე 23 წლის ქართველი მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა გამოვიდა, რომლისთვისაც სადებიუტო ოლიმპიადა იყო.
საკვალიფიკაციო გარბენში 100-მეტრიანი დისტანცია 12,37 წამში დაფარა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, ლიკამ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი მძლეოსანი პარიზის ოლიმპიადაზე ე. წ. ველური ბარათით მოხვდა.
მიმდინარე ოლიმპიადაზე ლიკა ხარჩილავა მძლეოსნობის დისციპლინაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.
ასევე გეტყვით, რომ ლიკა ძირითადად 60 და 100 მეტრზე სირბილში სპეციალიზდება, თუმცა პარიზში 100 მეტრიან ბილიკზე ვიხილეთ, აღნიშნულ დისცტანციაზე მისი პერსონალური რეკორდი 12.16 წამია.