სკოტ მაკტომინეი, ფაბიან შერი, ჯერდან შაჩირი
Aa
Aa

შაჩირის ულამაზესი გოლი - შვეიცარიამ შოტლანდიასთან ფრე ითამაშა

ევრო 2024-ის A ჯგუფის მეორე ტურში შოტლანდია-შვეიცარიის მატჩი 1:1 დასრულდა.

მე-13 წუთზე ანგარიში გაიხსნა, შვეიცარიელი ფაბიან შერის ავტოგოლით შოტლანდია დაწინაურდა. 26-ე წუთზე შოტლანდიელებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, მათი ცუდი პასით ჯერდან შაჩირიმ ისარგებლა და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

 

A ჯგუფში 2 ტურის შემდეგ გერმანია 6 ქულით ლიდერია, 7 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. შვეიცარია 4 ქულით მეორე ადგილზეა, 4 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. შოტლანდია 1 ქულით მესამე ადგილზეა, 2 გაიტანა და 6 გაუშვა. უნგრეთი 0 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 1 შეაგდო და 5 გაუშვა.

მესამე ტურში გერმანია შვეიცარიას შეხვდება (23 ივნისი, 23:00), შოტლანდია - უნგრეთს (23 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები