ხვიჩა კვარაცხელია, დარკო იევტიჩი
Aa
Aa

EURO 2024 ხვიჩასთვის საუკეთესო შანსია

31 წლის ნახევარმცველი დარკო იევტიჩი არამხოლოდ ქართველი გულშემატკივრისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში ნაკლებად ცნობილია და მისი ინტერვიუ საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - სერბული ფესვების მქონე შვეიცარიელ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს შეკითხვა, რომელთან ერთადაც რამდენიმე თვე ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა.

რა თქვა იევტიჩმა კვარაზე

ერთა ლიგის საშუალებით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საშუალება მიეცა, რაც ქართველმა ფეხბურთელებმა კარგად გამოიყენეს. ეს არის ბრწყინვალე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ევროპის ძლიერი ქვეყნის ნაკრებების წინააღმდეგ თავი გამოიჩინოს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს თავისი სიძლიერე. ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას საიმისოდ, რომ მან „ნაპოლი“ დატოვოს და ტოპ-კლუბში განაგრძოს კარიერა. მას აქვს უნარი კიდევ უფრო განვითარდეს და დარწმუნებული ვარ, რომ პარტენოპეიდან აუცილებლად წავა, თუმცა როდის, ეს ჯერ არ ვიცი.

იევტიჩმა საუბრის ბოლოს განაცხადა, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ სამშობლოს, სერბეთს ქომაგობს, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში კონტინენტის პირველობაზე პირველად გამოდის. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ შვეიცარიის ნაკრების მიმართ დიდი სიმპათიები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევრო 2024-ზე კვარა რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს“ | საქართველოს ნაკრების ექს-მოთამაშე
„ევრო 2024-ზე კვარა რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს“ | საქართველოს ნაკრების ექს-მოთამაშე