ივან ჰაშეკი, პატრიკ შიკი, ჩეხეთის ნაკრები, ანტონინ ბარაკი
Aa
Aa

ჩეხები EURO 2024-ს კარგი განწყობით ხვდებიან

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მეტოქემ, ჩეხეთის ნაკრებმა ტურნირის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა, რომელიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. ივან ჰაშეკის ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში რეალური მომენტები როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა ბურთი არ გასულა. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ უფრო მოინდომეს და სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად „ლევერკუზენის“ ფორვარდმა პატრიკ შიკმა შეასრულა. სტუმრებმა ზუსტად ხუთ წუთში გაათანაბრეს - 65-ე წუთზე წონასწორობა ისნიკ ალიმიმ აღადგინა. თითქოს თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ მე-8 წუთზე არბიტრმა მაკედონიელების კარში კიდევ ერთი პენალტი დანიშნა და მასპინძლებს გამარჯვება ანტონინ ბარაკმა მოუტანა.

ჩრდილოეთ მაკედონიელებთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჩეხებმა კიდევ ერთი სპარინგი ჩაატარეს და მალტის გუნდი 7:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში დუბლი ორმა ფეხბურთელმა, მოჟმირ ჩიტილმა და მატეი იურაშეკმა შეასრულა, თითო გოლი კი ბარაკის, ლინგლისა და ჩერნის ანგარიშზეა.

ევროპის ჩემპიონატს ივან ჰაშეკის მომზადებული გუნდი 18 ივნისს პორტუგალიელებთან მატჩით დაიწყებს, ზუსტად ოთხ დღეში კი ჩეხების მეტოქე საქართველოს ეროვნული ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენი მეტოქეები ევრო 2024-ზე | ჩეხეთმა მალტა 7:1 გაანადგურა
ჩვენი მეტოქეები ევრო 2024-ზე | ჩეხეთმა მალტა 7:1 გაანადგურა