გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ნიუკასლი ერთადერთი არაა | მამარდაშვილი ინგლისურ გრანდშიც მოსწონთ

გიორგი მამარდაშვილის მომავალზე უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გადაბირებით „ნიუკასლია“ დაინტერესებული და ბრიტანული გამოცემის, HITC-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭებს“ „ჩელსის“ სახით, სერიოზული კონკურენტი ჰყავთ.

„ნიუკასლი და ჩელსი გიორგი მამარდაშვილის თაყვანისმცემლები არიან. არისტოკრატებს დიდი ხანია მის მიმართ ინტერესი აქვთ და კარგად იციან, მესტალიაზე რა ვითარებაა შექმნილი“, - წერს HITC-ის ჟურნალისტი, გრემ ბეილი.

ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ორივე კლუბს ჰყავს ალტერნატიული ვარიანტები, რომელთა ტრანსფერსაც პარალელურად განიხილავენ. „ნიუკასლის“ შემთხვევაში, ეს აარონ რამსდეილია, რომელიც „არსენალის“ საკუთრებაა, „ჩელსის“ რაც შეეხება, „ლურჯები“ ემილიანო მარტინესზე, ჯორდან პიკფორდსა და ბენტუ მატეუშ კრეპსკიზე ფიქრობენ.

საინტერესოა, რომ რამდენიმე საათის წინ, Marca-ს ჟურნალისტმა, ხავი ლასარომ გვაუწყა, რომ მამარდაშვილი „ნიუკასლზე“ წინ „ატლეტიკოს“ აყენებს. პრობლემა ისაა, რომ მის გადასაბირებლად „როხიბლანკოს“ იან ობლაკის გაყიდვა მოუწევს, რაც რთული ოპერაცია იქნება.

ცნობისთვის, მამარდაშვილი Transfermarkt-ზე ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი ფასი 35 მილიონი ევრო გახლავთ. გიორგის „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯგუფიდან გასვლის რესურსი გვაქვს“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
„ჯგუფიდან გასვლის რესურსი გვაქვს“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია