მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ფრე მიუნხენში - ყველაფერი მადრიდში გაირკვევა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ყველაფერი მადრიდში გაირკვევა.

მატჩი აქტიურად „ბაიერნმა“ დაიწყო და აქტიურად უტევდა. კარგი შანსი ჰქონდა ლეროი სანეს, თუმცა მას ლუნინმა აჯობა. დროის გასვლასთან ერთად „სამეფო კლუბმა“ თამაში გამოასწორა და შეტევაში გადავიდა.

24-ე წუთზე ტონი კროოსმა უზუსტესი პასით ვინისიუსი ნოიერთან პირისპირ დატოვა და ბრაზილიელმა შემტევმა ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი „ბაიერნმა“ უფრო აქტიურად დაიწყო და 53-ე წუთზე სანემ ყუმბარისებული დარტყმით აიღო. ზუსტად 3 წუთში მადრიდელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჰარი კეინმა შეასრულა.

ამის შემდეგ, კვლავ „რეკორდმაისტერი“ აქტიურობდა, თუმცა ვინისიუს ჟუნიორის ტექნიკურ თამაშს და როდრიგოს მცდელობას მასპინძელთა კარში პენალტი მოყვა. ბურთთან ბრაზილიელი მივიდა და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ 2:2 და წინ მადრიდული ღამე გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“
სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“