საბა საზონოვი
Aa
Aa

მყესის ტრავმა - საზონოვი ფროზინონესთან მატჩს გამოტოვებს

სერია A-ს 33-ე ტურში „ტორინო’’ – „ფროზინონეს’’ მატჩს საბა საზონოვი ტრავმის გამო გამოტოვებს. დიდი ალბათობით საბა ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაში სასტარტოში ვერ მოხვდებოდა, თუმცა ახლა არც თადარიგშია. როგორც „ტორინოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, საბას მყესი აწუხებს და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში სავარჯიშო პროცესს განაახლებს.

22 წლის საბა საზონოვი „ტორინოში'' მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ივან იურიჩი ხშირად აქებს, ხორვატი სპეციალისტი მცირე სათამაშო დროს აძლევს. საბამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. 

ამ ეტაპზე „ტორინო'' 45 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 7 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე 6 ტური რჩება. თუ გუნდი მე-6 ადგილზე გავა, შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები