120-წუთიანი დრამა ეტიჰადზე - რეალმა სიტი პენალტების სერიაში დაამარცხა
Aa
Aa

120-წუთიანი დრამა ეტიჰადზე - რეალმა სიტი პენალტების სერიაში დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ყველაზე ცხელმა წყვილმა მოლოდინი გაამართლა და „ეტიჰადზე“ საოცარი მატჩი ვიხილეთ - 120-წუთიანი დრამა და პენალტების სერიაში „სამეფო კლუბის“ გამარჯვება. „რეალი“ ფინალშია!

პირველ ტაიმში მადრიდელებმა როდრიგოს გოლითა და „სიტის“ ერთადერთი შეცდომით ისარგებლეს და შესვენებაზე წინ გავიდნენ.

მეორე ტაიმში „სიტიმ“ მეტოქე უბრალოდ შეჭამა და დე ბრუინის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. ბელგიელს მეორეს გატანაც მართებდა და ამ მომენტში დიდი ალბათობით მატჩიც დასრულდებოდა, თუმცა კევინმა ალბათ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან გაუშვა.

დამატებით ტაიმებში „სიტი“ უპირატესობას კვლავ ფლობდა, თუმცა რეალურ მომენტამდე ვერ მიდიოდნენ.

პენალტების სერიაში კი გარდამტეხი მომენტი მოდრიჩის გაცუდებული დარტყმის შემდეგ, ბერნარდუ სილვას უცნაური დარტყმა იყო, რომელიც ლუნინმა მოიგერია და რომელმაც „სიტი“ გატეხა.

საბოლოოდ, „რეალმა“ პენალტების სერიაში 4:3 მოიგო და ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე: ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ბარსასთან მოგება არაფერს ცვლის
მბაპე: ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ბარსასთან მოგება არაფერს ცვლის