ხავიერ ტებასი
Aa
Aa

რეალმა საჩივარი გაამზადა - ლა ლიგის პრეზიდენტი შესაძლოა გადააყენონ

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი შესაძლოა მადრიდის „რეალის" საჩივრის შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვონ.

Relevo-ს ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ტებასს ესპანურ სპორტულ სასამართლოში (TAD) უჩივლა. საქმე ლა ლიგის CVC ფონდთან გარიგებას ეხება, რომლის მიხედვითაც პირველ და მეორე დივიზიონის კლუბებს ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 2 მილიარდი ევრო გამოეყოფათ, თუმცა ამის სანაცვლოდ, ისინი სატელევიზიო კონტრაქტებიდან შემოსავლის გარკვეული პროცენტის დათმობაზე უნდა დათანხმდნენ, თან 50-წლიანი ვადით.

ამის წინააღმდეგ „ბარსელონამ“, „რეალმა“ და „ბილბაომ“ მაშინვე გამოთქვეს პრეტენზია.

მადრიდის „რეალის" საჩივარში აღნიშნულია, რომ კლუბი თავს დაუცველად გრძნობს, რადგან არ იყო სათანადოდ ინფორმირებული იმ შეხვედრის შესახებ, რომელზეც გარიგების მიღება გადაწყდა.

მადრიდულმა კლუბმა ასევე უკანონო უწოდა თავის გარიცხვას იმ ორგანიზაციიდან, რომელიც ესპანური ფეხბურთის მაუწყებლობის უფლებებს აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ამ საკითხზე ლა ლიგის მხარეს დადგა.

ხავიერ ტებას წინააღმდეგ დისციპლინური დევნა სავარაუდოდ მომავალ ხუთშაბათამდე დაიწყება. პროცესის დროს ლა ლიგის პრეზიდენტი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აურელიო დე ლაურენტისის უახლოესი მიზნები | მცველები, ოსიმენი და კვარა
აურელიო დე ლაურენტისის უახლოესი მიზნები | მცველები, ოსიმენი და კვარა