ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მსუყე წინადადება - ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება

ვიქტორ ოსიმენი სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ ტოვებს და ეს უკვე გადაწყვეტილია ამბავია, თუმცა ნიგერიელი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგის ნაცვლად, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადავიდეს.

Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა „ნაპოლის“ 120 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ოსიმენს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, წელიწადში დაახლოებით 13 მილიონი ევროს ანაზღაურებით, ასევე საიმიჯო უფლებებისა და სპონსორობის ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავლის 100%.

აღნიშნულია, რომ კლუბის პრეზიდენტებს აურელიო დე ლაურენტისსა და ნასერ ალ-ხელაიფის შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც გარიგებაზე შეთანხმებისას პრობლემებს თავიდან აიცილებს.

თავის მხრივ, ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას ამ ზაფხულს თავის პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევს.

მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა სერია A-ში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლიათი, ვისაც უნდოდა დავითი ყოფილიყო“ | El Desmarque-ის სტატია მამარდაზე
„გოლიათი, ვისაც უნდოდა დავითი ყოფილიყო“ | El Desmarque-ის სტატია მამარდაზე